Belive

უიღბლო დებიუტი - ფრენკამპს საკმაო დრო გაუცდება

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებში ახალი ნატურალიზებული კალათბურთელის კონერ ფრენკამპის დებიუტი უიღბლო გამოდგა. 19 თებერვალს, სერბეთთან წაგებული თამაშის (66:92) მესამე მეოთხედში კონერის მიერ მიღებული ტრავმა საკმაოდ სერიოზულია. ამერიკელი კალათბურთელი თებერვლის "ბაბლის" დასრულების შემდეგ ესპანეთში გაემგზავრა, სადაც გამოკვლევები ჩაიტარა - როგორც ცნობილი ხდება, ფრენკამპი კალათბურთს 2 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 25 წლის კონერი 2-3 კვირას გამოტოვებდა, თუმცა ესპანური Marca-ს თანახმად, საქმე გაცილებით რთულადაა.
"ქართული პასპორტი კონერისთვის ძვირი გამოდგა," - ასეთი სათაურით აქვეყნებს Marca სტატიას.

სხვა სტატიები