Belive

U16 | თბილისი ისტორიული ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება

4 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში - ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს (A დივიზიონს) თბილისი უმასპინძლებს. აქამდე ჩვენთან მხოლოდ 20-წლამდელთა B და 16 წლამდე გოგონათა C დივიზიონები გამართულა. კონტინენტის რანგით უმაღლეს ასაკობრივ ტურნირს თბილისი არენა და ოლიმპიური სასახლე 8-დან 16 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბოლო 2 სეზონია, A დივიზიონშია. შარშან, ზაფხულში, ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა 16-წლამდელებმა საბერძნეთში გამართულ ევრობასკეტზე 16 მონაწილეს შორის მე-13 ადგილი დაიკავეს და ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს. ბოლო 3 ადგილზე გასული პოლონეთი, ბულგარეთი და ხორვატია B დივიზიონში დაქვეითდნენ.

ჩვენი ნაკრები 18 ივლისს ლატვიაში, გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრა, მანამდე კი, 8-დან 13 ივლისის ჩათვლით რაჭაში, ამბროლაურის სპორტულ კომპლექსში მოემზადა. ასაკობრივმა ნაკრებმა შეკრებმა 16 კანდიდატით გაიარა, საიდანაც, ძირითად გუნდში 12 მოხვდება.

საქართველოს 16-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები C-ჯგუფში ითამაშებს და 8 აგვისტოს, 18:30 საათზე, ესპანეთს დაუპირისპირდება. 9 აგვისტოს, 18:30 საათზე, საქართველოსა და სერბეთის, ხოლო 10 აგვისტოს, ასევე 18:30 საათზე, საქართველოსა და გერმანიის მატჩი გაიმართება.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

საბა პატაშური, გიორგი გოგოლაშვილი,  დადუ ტრაპაიძე, ნიკოლოზ ბოდაველი, ალექსანდრე ლეჟავა, სანდრო კანდი, ბესო გიგაური, ბექა გაგუა, ნიკოლოზ ჯანელიძე, ნიკოლოზ მარკოიშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლუკა ფოჩხუა, იური კვირიკაშვილი, ჯუმბერ თავდგირიძე, ალექსანდრე შერვაშიძე, აკმალხან აუბაკიროვი.

gbf.ge

სხვა სტატიები