Belive

U16 ევრობასკეტი | საქართველოს ნაკრებმა 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში - ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს (A დივიზიონს) თბილისი უმასპინძლებს.

დღეს, 16-წლამდელთა 12-კაციანი შემადგენლობა დასახელდა:

  • ბესო გიგაური

  • დავით ტრაპაიძე

  • ლუკა ფოჩხუა

  • სანდრო შერვაშიძე

  • ალექსანდრე იაშვილი

  • ნიკოლოზ ბოდაველი

  • ნიკოლოზ მარკოიშვილი

  • გიორგი გოგოლაშვილი

  • იური კვირიკაშვილი

  • ბექა გაგუა

  • აკმალხან აუბაკიროვი

  • საბა პატაშური

საქართველოს 16-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები C-ჯგუფში ითამაშებს და ხვალ,, 8 აგვისტოს, 18:30 საათზე, ესპანეთს დაუპირისპირდება. 9 აგვისტოს, 18:30 საათზე, საქართველოსა და სერბეთის, ხოლო 10 აგვისტოს, ასევე 18:30 საათზე, საქართველოსა და გერმანიის მატჩი გაიმართება.

აქამდე საქართველოში მხოლოდ 20-წლამდელთა B და 16 წლამდე გოგონათა C დივიზიონები გამართულა. კონტინენტის რანგით უმაღლეს ასაკობრივ ტურნირს თბილისი არენა და ოლიმპიური სასახლე 8-დან 16 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბოლო 2 სეზონია, A დივიზიონშია. შარშან, ზაფხულში, ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა 16-წლამდელებმა საბერძნეთში გამართულ ევრობასკეტზე 16 მონაწილეს შორის მე-13 ადგილი დაიკავეს და ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს. ბოლო 3 ადგილზე გასული პოლონეთი, ბულგარეთი და ხორვატია B დივიზიონში დაქვეითდნენ.

სხვა სტატიები