Belive

U16 ევრობასკეტი | A-დივიზიონში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის A-დივიზიონის წილისყრის შედეგად, საქართველოს მეტოქეების ვინაობა გახდა ცნობილი.

A-დივიზიონში, საქართველოს 16-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები C-ჯგუფში, ისეთი ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ იასპარეზებს, როგორიცაა: საფრანგეთი, სლოვენია და პოლონეთი.

16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის A-დივიზიონის მატჩები 9-17 აგვისტოს, საბერძნეთში გაიმართება.

წილისყრის შედეგად ასევე ცნობილი გახდა, საქართველოს 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მეტოქეები B-დივიზიონში.

საქართველოს 18-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის B-დივიზიონის D-ჯგუფში ავსტრიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

რაც შეეხება 20-წლამდელებს - საქართველოს ნაკრები B დივიზიონის D-ჯგუფში ბულგარეთის, რუმინეთის, ესტონეთისა და ალბანეთის წინააღმდეგ იასპარეზებს.