U 18 | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ალბანეთს 57 ქულით მოუგო
3 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის (B დივიზიონი) B ჯგუფის მე-3 ტურის შეხვედრაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ალბანეთი 57-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 107:50 დაამარცხა.
საქართველოს 20 ქულით, 5 მოხსნით, 3 ჩაჭრითა და 2 დაფარებით ამირან აროშიძემ ულიდერა. 16 ქულა, 4 ჩაჭრა, 3 ასისტი და 2 მოხსნა იყო გეგა წულაიას ანგარიშზე.
ირაკლი ძიძიგურის, ნიკა მეტრეველისა და ანდრო ანთელიძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა, წინა ორ შეხვედრაში საქართველო სლოვაკეთთან და უნგრეთთან დამარცხდა.
ჩვენი ნაკრები მომავალ მატჩს სამშაბათს, 25 ივლისს, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს.