U 18 | საქართველომ ირლანდიას მოუგო და ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მე-19 ადგილზე დაასრულა
3 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე (B დივიზიონი) საქართველოს ნაკრებმა ირლანდია 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 93:79 დაამარცხა.
შედეგად, ირაკლი ძიძიგურის, ნიკა მეტრეველისა და ანდრო ანთელიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირში მე-19 ადგილი დაიკავა (22 მონაწილეს შორის).
საქართველოს ნაკრებს 24 ქულით, 4 შედეგიანი გადაცემით, 3 მოხსნითა და 2 ჩაჭრით ნიკოლოზ აბულაძემ ულიდერა. 19 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა იყო ანრი ბელთაძის ანგარიშზე.
ჩვენმა გუნდმა ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში სულ 7 შეხვედრა ჩაატარა და მათგან ორის მოგება შეძლო.