Belive

U 16 | საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში (C დივიზიონი) საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მალტა 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 51:46 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს 24 ქულით, 5 მოხსნით, 5 ჩაჭრით, 2 ასისტითა და 1 დაფარებით სალომე სვანმა ულიდერა. 

საქართველოს ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ჩვენი გუნდი აზერბაიჯანთან ბოლო წამზე ჩაგდებული 2-ქულიანით დამარცხდა და საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა.

ტურნირის ფინალში ერთმანეთს ანდორა და აზერბაიჯანი შეხვდებიან, მატჩი 21:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები