Belive

თსუ-მ ევროპის თასის ჯგუფური ეტაპი ვარეზესთან მარცხით დაასრულა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ფიბა ევროპის თასის I ჯგუფის მე-6 ტურის შეხვედრაში ,,თსუ-მ'' ,,ვარეზეს'' უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 79:89 წააგო. შედეგად, ქართულმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მეხუთე მატჩი დათმო.

,,თსუ-ს'' შემადგენლობაში 20 ქულით, 8 შედეგიანი გადაცემით, 7 ჩაჭრითა და 3 მოხსნით რატი ანდრონიკაშვილი გამოირჩა. 18 ქულას, 6 მოხსნასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი კახაბერ ჯინჭარაძემ. 12 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება იყო ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე.

,,ვარეზეს'' 22 ქულით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 7 მოხსნით ოლივიე ჰენლანმა ულიდერა.

,,თსუ-მ'' ევროპის თასზე ასპარეზობა 1 მოგებითა და 5 მარცხით დაასრულა.

თსუ-ს ექვსივე მატჩის შედეგი:

  • გოტინგენი 86:81 თსუ

  • თსუ 63:60 კერავნოსი

  • ვარეზე 109:83 თსუ

  • თსუ 85:86 გოტინგენი

  • კერავნოსი 84:79 თსუ

  • თსუ 79:89 ვარეზე