Belive

ცსკა რეალთან დამარცხდა | შენგელიას უჩვეულო სტატისტიკა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას "ცსკა" ესპანურ გრანდს, "რეალ მადრიდს", გასვლით მატჩში დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის პირველ მეოთხედში ესპანელები საგრძნობლად დაწინაურდნენ, შეიძლება ითქვას, რომ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საბოლოოდ მასპინძლებმა "არმიელებს" 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 71:65, მოუგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი პარკეტზე 11:56 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 2 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა. ამჟამად, რუსული კლუბი ევროლიგის სატურნირო ცხრილში, 10 მოგებითა და 7 მარცხით, მე-7 პოზიციაზეა. "ცსკა" მომდევნო შეხვედრას 29 დეკემბერს, სტუმრად, "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრის მიმოხილვა | VIDEO



 

სხვა სტატიები