Belive

ცსკა მილანთან დამარცხდა - შენგელია ორივე გუნდში საუკეთესო იყო

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის ოთხთა ფინალის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მოსკოვის ,,ცსკა'' ,,მილანთან'' 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 73-83 დამარცხდა. წაგებულ მატჩში რუსული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ 18 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26 შეადგინა, რაც ორივე კლუბის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო. ,,მილანს'' 14 ქულით, 6 ასისტით, 3 მოხსნითა და 1 ჩაჭრით სერხიო როდრიგესმა ულიდერა. დღეს, 22:30 საათზე, ევროლიგის ფინალური მატჩიც გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ,,ბარსელონა'' და ,,ეფესი'' შეხვდებიან.

თორნიკე შენგელიას ჩატენვა დღევანდელ შეხვედრაში:

სხვა სტატიები