Belive

ცსკა-მ ევროლიგის ახალი სეზონი მარცხით დაიწყო

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის ახალმა სეზონმა სტარტი გუშინ აიღო. თორნიკე შენგელიამ "ცსკა"-ში გადასვლის შემდეგ ტურნირზე პირველი თამაში "ბარსელონასთან" ჩაატარა. რუსები კატალონიელებთან 10 ქულიანი სხვაობით: 76:66 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, წაგების მიუხედავად, შესანიშნავი თამაში ჩაატარა და "ცსკა"-ს რიგებში ყველაზე მაღალშედეგიანი კალათბურთელიც იყო. თორნიკეს ანგარიშზე 15 ქულა, 5 მოხსნა, 3 გადაცემა და 1 დაფარებაა. შენგელიამ "ბარსელონასთან" 4-დან 4 საჯარიმო, 6-დან 4 ორქულიანი, ხოლო 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა. მომდევნო თამაშს "ცსკა" 4 ოქტომბერს ვითიბი ლიგაში, ყუბანის "ლოკოკოტივის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები