Belive

ცსკა დამარცხდა | შენგელია პარკეტს დაუბრუნდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია 20-დღიანი პაუზის შემდეგ პარკეტზე დაბრუნდა. თავდაპირველი მოლოდინით, მხრის ტრავმის გამო, თორნიკეს 2 თვე უქმობა უწევდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ქართველ ლეგიონერს არანაირი ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა, რის გამოც მოედანს ნავარაუდებზე ნაკლებ დროში დაუბრუნდა. თორნიკემ "ცსკა"-ის რიგებში, VTB ლიგაში, ესტონეთში, „კალევის“ წინააღმდეგ ითამაშა. მოსკოველებმა შეხვედრა 11-ქულიანი სხვაობით, 56:67 წააგეს. შენგელიამ პარკეტზე გატარებულ 24 წუთში - 7 ქულას, 5 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემას, 2 დაფარებასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. "ცსკა" მომდევნო მატჩს ევროლიგის ეგიდით, 4 ნოემბერს, „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები