Belive

ცნობილია მიზეზი, თუ რატომ აიღო ჰაჩიმურამ ლეიკერსში 28 ნომერი

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

იაპონიის ეროვნული ნაკრებისა და ლოს ანჯელეს "ლეიკერსის" ახალწვეულმა განმარტა, თუ რატომ აიღო 28 ნომრიანი სათამაშო მაისური.

"ლეიკერსი ბავშობიდან მიყვარს, როდესაც იაპონიაში ვიზრდებოდი და კალათბურთს ვუყურებდი, ჩემი შთაგონების წყარო ყოველთვის კობი ბრაიანტი იყო, ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე იმ კლუბში ვითამაშებდი, სადაც ბავშვობაში ვერც კი ვინატრებდი თამაშს.

ყველა მეკითხება თუ რატომ ავიღე 28 ნომერი და მინდა პასუხი გაგცეთ: 2 ნომერი კობი ბრაიანტის გარდაცვლილი შვილის - ჯიანას საპატივცემულოდ ავიღე, 8 ნომერი კი რა თქმა უნდა კობი ბრაიანტს ეკუთვნის.

კობის ისეთი გულშემატკივარი ვიყავი, რომ მის ტრაგედიამდეც ვიცოდი მისი ოჯახური ამბები, ოჯახის ყველა წევრის შესახებ და ა.შ." - რუი ჰაჩიმურა

შეგახსენებთ, რომ რუი ჰაჩიმურა "ვაშინგტონ უიზარდსიდან" "ლეიკერსში" რამდენიმე დღის წინ გადავიდა. იაპონელმა კალათბურთელმა "ლეიკერსის" ყველა მატჩში შეძლო მონაწილეობას მიღება, სადაც თავი მშვენივრად წარმოაჩინა.

სხვა სტატიები