Belive

ტორონტომ კლივლენდთან სერიაში ანგარიში შეამცირა | მამუკელაშვილს უქულო მატჩი ჰქონდა

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პლეი-ოფის პირველი რაუნდის მე-3 შეხვედრაში ტორონტო რაპტორსმა კლივლენდ კავალიერსს უმასპინძლა და 22-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 126:104 დაამარცხა. შედეგად, დარკო რაიაკოვიჩის გუნდმა სერიაში ანგარიში შეამცირა - 1:2.

11 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც, სამწუხაროდ, მატჩი უქულოდ დაასრულა. სანდრომ 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, მისი 3 ორქულიანი და 2 საჯარიმო კი არაზუსტი იყო.

ტორონტოს რიგებში 33 ქულით, 11 პასით, 5 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით სკოტ ბარნსი გამოირჩა, კლივლენდს კი 18 ქულით, 4 მოხსნითა და 4 ასისტით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა.

გუნდებს შორის სერიის მე-4 შეხვედრა კვირას, 26 აპრილს, კვლავ ტორონტოში გაიმართება.

სხვა სტატიები