ტორონტომ დეტროიტი დაამარცხა | სანდრო მამუკელაშვილმა 15 წუთი ითამაშა
2 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსმა დეტროიტ პისტონსი 119:108 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა 14:52 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 34 ქულა ბრენდონ ინგრამმა ჩააგდო, 33 ქულა ჰქონდა კეიდ კანინგემს.
ტორონტო რეპტორსი 38 მოგებით და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 19 მარტს, ჩიკაგო ბულსის წინააღმდეგ გამართავს.