Belive

ტორონტო სტუმრად ნიუ ორლეანსთან დამარცხდა | მამუკელაშვილმა 21 წუთამდე ითამაშა

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ნიუ ორლეანს პელიკანსმა ტორონტო რაპტორსს უმასპინძლა და 11-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 122:111 დაამარცხა.

ტორონტოს შემადგენლობაში 21 წუთი ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. სანდრომ 6-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

რაპტორსს 25 ქულით, 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით იმანუელ ქუიქლიმ ულიდერა, პელიკანსის რიგებში კი 28 ქულით, 7 მოხსნით, 3 ასისტითა და 3 ჩაჭრით ტრეი მერფი გამოირჩა.

ტორონტო, რომელიც 36 მოგებითა და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას შაბათს, 14 მარტს, ფინიქს სანსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები