Belive

ტორონტო შარლოტთან ოვერტაიმში დამარცხდა | სანდრომ 13 ქულა დააგროვა

5 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსი შარლოტ ჰორნეტსთან ოვერტაიმში 111:118 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა მატჩში 19:16 წუთი ითამაშა, რა დროშიც 13 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო) და 3 მოხსნა მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 35 ქულა მაილს ბრიჯისმა ჩააგდო, ტორონტოს რიგებიდან 30 ქულით სკოტ ბარნსი გამოირჩა, მან ასევე 12 მოხსნა დააგროვა და ორმაგი დუბლიც მიითვალა.

ტორონტო რეპტორსი 14 მოგებით და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 1 დეკემბერს, ნიუ იორკ ნიქსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები