ტორონტო კლივლენდთან დამარცხდა | სანდროს შედეგიანი მატჩი ჰქონდა
6 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს პლეი-ოფის მეორე შეხვედრაში ტორონტო რეპტორსი კლივლენდ კავალიერსთან 115:105 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილმა 20:31 წუთი ითამაშა, რა დროშიც მატჩში ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა, მას 12 ქულა (5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჰქონდა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 30 ქულა დონოვან მიტჩელმა ჩააგდო, 28 ქულა ჰქონდა ჯეიმს ჰარდენს, ხოლო ტორონტოს რიგებიდან 26 ქულით გამოირჩა სკოტი ბარნსი.
ტორონტო რეპტორსი პლეი-ოფის სერიებში კლივლენდთან 0:2 მარცხდება, გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 24 აპრილს გაიმართება.