თორნიკეს შედეგიანი მატჩი ოლიმპიაკოსთან - ბარსელონას მორიგი გამარჯვება
13 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში ბარსელონამ ოლიმპიაკოსი 98:85 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ 29:16 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა ვილ კლაიბერნმა ჩააგდო, 24 ქულა ჰქონდა კევინ პანტერს.
ბარსელონა ევროლიგის ცხრილში 10 მოგებით და 5 მარცხით მე-3 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 14 დეკემბერს ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, მანრესას წინააღმდეგ გამართავს.