Belive

თორნიკე შენგელიამ მაკაბის 27 ქულა ჩაუგდო

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-13 ტურში ვირტუს ბოლონიამ თელ-ავივის მაკაბის უმასპინძლა და მეტოქე 100:90 დაამარცხა. მატჩში საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, ქართველმა ფარკეტზე 34 წუთი გაატარა და ამ დროში 27 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. როგოორც ქულებში, ასევე მოხსნებში - შენგელია ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო იყო.

კარგი მატჩი ჰქონდა მარკო ბელინელისაც, რომელმაც მაკაბის 22 ქულა ჩაუგდო. სტუმართა მხრიდან კი საუკეთესო შთაბეჭდილება ლორენსო ბრაუნმა დატოვა, მან 34 წუთში 26 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ვირტუსმა ამ მოგებით ცხრილში მესამე ადგილი გაიმყარა, იტალიელებს 9 მოგება და 4 მარცხი აქვთ, მათ წინ მხოლოდ ესპანური გრანდები, რეალი და ბარსელონა არიან.

სხვა სტატიები