Belive

თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ტურის საუკეთესოდ დასახელდა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და "ვირტუს ბოლონიას" კალათბურთელი - თორნიკე შენგელია, იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხე ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,სასარის'' უმასპინძლა და 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 80:66 დაამარცხა.


მატჩში 30 წუთი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 10 ქულა, 12 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა.

თოკომ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.


ოთხი ტურის შემდეგ, შენგელიას გუნდს 4 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

,,ვირტუსი'' მომავალ შეხვედრას 27 ოქტომბერს, ევროლიგაში, ,,ლიონის'' წინააღმდეგ გამართავს.


სხვა სტატიები