Belive

თურქეთის ქალთა სუპერლიგას მიწისძვრის შედეგად დაღუპული ნილაი აიდოღანის სახელი დაერქვა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიის შედეგად სპორტსმენებიც დაიღუპნენ, რომელთა სახელის უკვდავყოფას სპორტის წარმომადგენლები გულმოდგინედ ცდილობენ.

ერთ-ერთი მსგავსი დასაფასებელი საქციელი თურქეთის კალათბურთის ფედერაციას ეკუთვნის. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ (TBF) განაცხადა, რომ ING ქალთა კალათბურთის სუპერლიგის 2022-2023 წლების სეზონის დარჩენილ ნაწილს, მიწისძვრის შედეგად დაღუპული ეროვნული კალათბურთელის, ნილაი აიდოღანის სახელი დაერქვა.