Belive

თურქეთის ქალთა ნაკრების კალათბურთელი ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ახალგაზრდა ქალი კალათბურთელი - ნილეი აიდოღანი, რომელიც თურქეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებსა და "ჩანკაიას უნივერსიტეტში", BSL-ის ერთ-ერთ ქალთა გუნდში თამაშობდა, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კალათბუთელი გოგონა მიწისძვრის შემდეგ ბებიის მოსაძებნად წავიდა, თუმცა უბედურ შემთხვევას თავადაც ემსხვერპლა. ბოლო 2 დღის განმავლობაში მათი შენობის ნანგრევებში მაშველები მუშაობდნენ, მაგრამ ნილეი და მისი ბებია ვერ გადაარჩინეს.

ინფორმაციას თურქეთის კალათბურთის ფედერაცია ადასტურებს.

სხვა სტატიები