Belive

თურქეთის ნაკრებმა საქართველოსთან მატჩის შემდეგ ოფიციალური პროტესტი დააფიქსირა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოსთან მატჩის შემდეგ, თურქეთის ნაკრებმა რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით პროტესტის დაფიქსირება გადაწყვიტა.

თურქები მიანიშნებენ სანაძისა და კორკმაზის ეპიზოდზე, როდესაც დუდას ჯარიმის დროს, ტაბლო აჩვენებდა 4 წუთსა და 46 წამს, თუმცა საჯარიმოების შემდეგ, საათზე დაფიქსირებული დრო 4 წუთი და 26 წამი იყო.

ასევე საუბარია, კალათბურთელების დაპირისპირებისას, გულშემატკივრების მხრიდან პარკეტზე ნასროლ ნივთებზე.

გარდა ამისა, თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა, ომენ ონანმა, განაცხადა, რომ თუ ისინი გასახდელში გაგრძელებული დაპირისპირების ვიდეომასალას არ მიიღებენ, ევრობასეკტს დატოვებენ - თურქული მხარე ამტკიცებს, რომ კორკმაზს გასახდელში სამი ქართველი კალათბურთელის გარდა, თავს დარბაზის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც დაესხნენ.

View this post on Instagram

A post shared by Eurohoops.net (@eurohoops_official)

სხვა სტატიები