Belive

თორნიკე შენგელიას ცსკა-დან წამოსვლას მოსკოვური გუნდი განცხადებით გამოეხმაურა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მოსკოვის ,,ცსკა'' გუნდიდან თორნიკე შენგელიასა და სხვა ლეგიონერების წასვლას განცხადებით გამოეხმაურა:
,,რუსეთსა და უკრაინს შორის არსებული ვითარებით გამოწვეული ოჯახური და პირადი მიზეზების გამო, თორნიკე შენგელიამ და იფე ლუნდბერგმა ცსკა დატოვეს. უახლოეს მომავალში სამშობლოში გაემგზავრებიან იოჰანეს ვოიტმანი და მარიუს გრიგონისი. მოთამაშეთა ქმედებები კონტრაქტის პირობებისა და საკლუბო წესების დარღვევაა, მაგრამ გუნდი გაგებით ეკიდება თითოეული კალათბურთელის პირად მდგომარეობას. მათთან თანამშრომლობის სტატუსი მოგვარდება მაშინ, როცა ევროპაში პოლიტიკური და სპორტული ვითარება დასტაბილურდება. ყველა სხვა მოთამაშე და მთავარი მწვრთნელი მომდევნო მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს,'' - წერია მოსკოველთა განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ,,ცსკა-დან” წამოსვლის შემდეგ, რუსული გუნდების დატოვების გადაწყვეტილება სხვა ლეგიონერებმაც მიიღეს. გუშინ ქართულ და ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ შენგელიამ მოსკოვის ,,ცსკა-ში” თამაშზე უარი თქვა და რუსული გუნდიდან წამოვიდა. მანამდე ქართველმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში უკრაინის დროშა გამოაქვეყნა და დაწერა: ,,ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდით!”

სხვა სტატიები