Belive

თორნიკე შენგელიას წარმატებული მატჩი ევროლიგაზე და ბასკონიას გამარჯვება (ვიდეო)

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის მეხუთე ტურის მატჩში შინ მარტივად იმარჯვა თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ". ვიტორიელები თურქულ "დარუშაფაკას" დაუპირისპირდნენ და მეტოქე 26 ქულის სხვაობით 82:56 დაამარცხეს. თოკო ტრადიციულად "ბასკონიას" ბომბარდირი გახდა, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა პარკეტზე მხოლოდ 17:34 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე თავი 13 ქულას, 6 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 19 შეადგინა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ ვინსენტ პორიეს ჩამორჩა. ევროლიგაზე შემდეგ მატჩს "ბასკონია"  9 ნოემბერს შინ "ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ გამართავს.  

სხვა სტატიები