Belive

თორნიკე შენგელიას შემდეგ, რუსულ გუნდებს სხვა ლეგიონერებიც ტოვებენ

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ,,ცსკა-დან'' წამოსვლის შემდეგ, რუსული გუნდების დატოვების გადაწყვეტილება სხვა ლეგიონერებმაც მიიღეს. Eurohoops-ის ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის ,,ზენიტის'' დატოვებას აპირებენ ლიეტუვას ნაკრების კალათბურთელები, მინდაუგას კუზმინსკასი და არტურას გუდაიტისი, ,,ცსკა-ს'' ტოვებს მარიუს გრიგონისი, პერმის ,,პარმას'' კი მთავარი მწვრთნელი - კაზის მაკსვიტისი. ასევე, ცნობილი ხდება, რომ ,,ზენიტი'' შაბაზ ნაპიერმაც დატოვა. გუშინ ქართულ და ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ,,ცსკა-ში” თამაშზე უარი თქვა და რუსული გუნდიდან წამოვიდა. მანამდე ქართველმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში უკრაინის დროშა გამოაქვეყნა და დაწერა: ,,ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდით!''

სხვა სტატიები