Belive

თორნიკე შენგელია ყოფილ გუნდთან დამარცხდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის მე-18 სათამაშო დღეს თორნიკე შენგელიას "ცსკა" სტუმრად "ბასკონიას" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 95:93 დამარცხდა. მოსკოველთა სასტარტო ხუთეულში იყო 29 წლის ქართველი კალათბურთელი. შენგელიამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პარკეტზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა (14-დან 5 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 9 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა. "ბასკონიასთან" მარცხით "ცსკა"-მ 15-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. თორნიკე შენგელიას გუნდი ევროლიგის მიმდინარე სეზონში პირველ ადგილზეა.

სხვა სტატიები