Belive

თორნიკე შენგელია - მსოფლიო დონის ვარსკვლავი

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სტუმრად ნიდერლანდებს 8-ქულიანი სხვაობით (80:88) მოუგო. ნიდერლანდებში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ისტორიის დაწერასთან და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობასთან მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს კაპიტანმა ულიდერა - თორნიკე შენგელიამ პარკეტზე გატარებულ 30:04 წუთში 25 ქულის, 6 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

შენგელიას ბრწყინვალე პერფორმანსი უყურადღებოდ არ დარჩენილა. FIBA Basketball World Cup-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე, მისი თამაშის ამსახველი კადრები გავრცელდა.

სხვა სტატიები