Belive

თორნიკე შენგელია კვლავ გამორჩეულია!

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მომავალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს თორნიკე შენგელიას "ბასკონია". მორიგ ამხანაგურ მატჩში ვიტორიელები "გიპუზკოას" დაუპირისპირდნენ და მეტოქის წინააღმდეგობა ბოლო მეოთხედში გატეხეს საბოლოოდ კი მატჩი 77-70 მოიგეს. თოკო პარკეტზე კვლავ გამორჩეული იყო, მის ანგარიშზე 15 ქულა 4 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა, თანაგუნდელთაგან შედეგიანობით ის მხოლოდ შენონ შილდსს ჩამორჩა რომელმაც 18 ქულა მიითვალა, ხოლო სარგებლიანობის კოეფიეციენტით (20)   ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ამ მატჩის შემდეგ თორნიკე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, და ისრაელისა და საბერძნეთის ნაკრებებთან გასამართი მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მოემზადება.

სხვა სტატიები