Belive

თორნიკე შენგელია ევროლიგაში 1500-ქულიან ზღვარს გადაცდა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში "ბასკონია" შინ "ზენიტს" უპირისპირდება. პირველი ტაიმის შემდეგ ესპანელები მეტოქეს 34:28 ამარცხებენ. კვლავ შესანიშნავად გამოიყურება "ბასკონიას" კაპიტანი, თორნიკე შენგელია. საქართველოს ნაკრების კალათბურთელის ანგარიშზე 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაა. თორნიკესთვის დღევანდელი თამაში უკვე ისტორიულია, რადგან ის ევროლიგაში 1500-ქულიან ზღვარს გადაცდა. ქულების უდიდესი ნაწილი შენგელიამ სწორედ "ბასკონიას" მაისურით ჩააგდო.
78156054_2561715530573944_1672237948965224448_o

სხვა სტატიები