Belive

ტენერიფემ ჟირონა დაამარცხა - შერმადინი მატჩის MVP გახდა

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის 31-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,ჟირონა” სტუმრად 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:72 დაამარცხა.

,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 23 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 16 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

შერმადინმა 7-დან 5 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 21 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

,,ტენერიფე” 32 მატჩის შემდეგ შემდეგ, 23 მოგებითა და 9 მარცხით სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა.

შერმადინის გუნდი ACB ლიგის მომავალ შეხვედრას 20 მაისს, ,,სარაგოსას” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები