Belive

ტენერიფემ სარაგოსას მოუგო - შერმადინი მატჩის MVP გახდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის მე-16 ტურში ,,ტენერიფემ” ,,სარაგოსას” სტუმრად, ოვერტაიმში, 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 87:83 მოუგო (მატჩის ძირითადი დრო 73:73 დასრულდა).

,,ტენერიფეს'' შემადგენლობაში 28 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 21 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მოაგროვა.

შერმადინმა 8-დან 5 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 31 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია (31 ჰქონდა სარაგოსას ცენტრს, ტრიგვი ჰილნასონსაც).

,,ტენერიფე” 16 ტურის შემდეგ, 12 მოგებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა.

შერმადინის გუნდი ACB ლიგის მომავალ შეხვედრას 21 იანვარს, ,,ბეტისის” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები