Belive

ტენერიფემ მოიგო | შერმადინს ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ჩემპიონატში 21-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" საკუთარ არენაზე "მურსიას" უმასპინძლა. შეხვედრის პირველი მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეორე მეოთხედიდან "მურსია" ანგარიშში არცერთხელ არ დაწინაურებულა. გიორგიმ პარკეტზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 12 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოუპოვა. ამ გამარჯვებით "ტენერიფეს" 8 მარცხის წილ 10 მოგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა. ქართველი ლეგიონერის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 თებერვალს, თბილისის დროით 23:30 საათზე, ჩემპიონთა ლიგაზე, "რიტასის" წინააღმდეგ გამართავს.  

სხვა სტატიები