Belive

ტენერიფემ მანრესას სძლია, შერმადინი 21 ქულით მატჩის MVP გახდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში “მანრესა” დაამარცხა, ქართველი ცენტრი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ტენერიფელებმა მანრესას სანტიაგო მარტინის არენაზე უმასპინძლეს და 100:87 მოუგეს.

216 სმ სიმაღლის ქართველმა 24 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მის ანგარიშზე 11-დან 11 საჯარიმო და 8-დან 5 ორქულიანია. გიორგი მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

ასევე 21 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ აარონ დორნეკამპს.

„ტენერიფეს“ 17 მოგება აქვს და სატრნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 2 აპრილს „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები