Belive

ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგა მოიგო - შერმადინი ფინალში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში ,,ტენერიფემ” ,,მანრესას'' 11-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 98:87 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში მეორედ გახდა. ,,ტენერიფეს'' შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 19 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 8-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,ტენერიფეს” 18 ქულით, 3 მოხსნით, 2 ასისტითა და 1 ჩაჭრით სასუ სალინმა ულიდერა. 13 ქულა, 14 პასი და 3 მოხსნა იყო მარსელინიო უერტასის ანგარიშზე. გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში საშუალოდ 13,3 ქულას, 6,5 მოხსნას, 1,1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ქართველი ცენტრი ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.


სხვა სტატიები