Belive

ტენერიფე შერმადინის გარეშე | მარცხი მადრიდის რეალის წინააღმდეგ

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მეოთხე წრის შეხვედრები გაიმართა. საყურადღებოა, რომ გიორგი შერმადინი ტრავმის მიზეზიდან გამომდინარე საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარა, რაც "ტენერიფესათვის" უმნიშვნელოვანესი დანაკლისი გახლდათ, თანაც მაშინ, როცა მათ ოპონირებას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი მადრიდის "რეალი" უწევდათ. შეხვედრა დაძაბული მიმდინარეობით წარიმართა, თუმცა საბოლოოდ მადრიდელებმა საკუთარ პარკეტზე 9-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით - 86:77 იმარჯვეს. მომდევნო შეხვედრას ტენერიფეელები 6 ოქტომბერს, ევროსარბიელზე, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "პრომეთეს" წინააღმდეგ გასვლით მატჩს გამართავენ.

სხვა სტატიები