Belive

სვიატოსლავ მიხაილიუკი: "ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება საქართველოსთან გველის"

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
უკრაინის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი - სვიატოსლავ მიხაილიუკი, გუნდს შეუერთდა და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უპრინციპულესი მატჩებისთვის მზადებას შეუდგა. 25 წლის უკრაინელი ვარსკვლავი უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ასპარეზობს. ახლა მიხაილიუკი მზადაა უკრაინის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ივლისში გასამართ სამ შესარჩევ მატჩში დაეხმაროს.
"ნაკრებში ყოფნის ემოციები ყოველთვის დადებითია - განსაკუთრებით ისეთ რთულ ვითარებაში, როგორიც ახლაა. ყოველთვის მინდა ნაკრებში თამაში და როდესაც ამის შესაძლებლობა მეძლევა, დაუფიქრებლად მოვდივარ. წელს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უმნიშვნელოვანესი მატჩები გვაქვს და მოვედი, რომ გუნდს მიზნების მიღწევასა და მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნებაში დავეხმარო". "შანსები ყოველთვის არის, რადგან ადრეც დავამტკიცეთ, რომ ესპანეთის დამარცხება შეგვიძლია. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი საქართველოს წინააღმდეგ გველის. მათ წინააღმდეგ თამაში რთული იქნება, რადგან საქართველოს ნაკრებში NBA-სა და ევროლიგის მოთამაშეები ასპარეზობენ, მაგრამ, გამარჯვებისათვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. თავდაპირველად მხოლოდ ევრობასკეტზე ასპარეზობას ვაპირებდი, მაგრამ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსიც გვაქვს, ამიტომ ნაკრებში უფრო ადრე გამოვცხადდი", - აღნიშნავს მიხაილიუკი.

სხვა სტატიები