Belive

სუპერფინალის მე-7 მატჩში მილანმა ბოლონიას მოუგო და იტალიის ჩემპიონი გახდა

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის მეშვიდე შეხვედრაში ,,მილანმა” თორნიკე შენგელიას ,,ბოლონიას” უმასპინძლა და 12-ქულიანი სხვაობით, ანგარით 67:55 დაამარცხა.

შედეგად, ეტორე მესინას გუნდმა სერია 4:3 დახურა და იტალიის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი 30-ედ მოიგო.

შენგელიამ მატჩში 32 წუთამდე ითამაშა, რა დროშიც 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 3-დან 2 სამქულიანი, 3-დან 2 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 13 შეადგინა, რითაც მისი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ დანიელ ჰაკეტს ჩამორჩა.

31 წლის ფორვარდმა იტალიის ჩემპიონატის 2022-2023 წლების სეზონი საშუალოდ 11,5 ქულით, 6 მოხსნითა და 3,2 ასისტით დაასრულა.

სხვა სტატიები