Belive

სტეფ კარიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა!

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა სტეფ კარიმ 3-ქულიანებთან დაკავშირებით კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. მოგეხსენებათ, უკანასკნელ 2 სეზონში კარიმ საკუთარ გუნდთან ერთად საჩემპიონო ბეჭედი ორჯერ მოიპოვა. სტეფმა ერთ მატჩში 13-ჯერ შეძლო 3-ქულიანი სროლის ჩაგდება და პლეი-ოფების რეკორდი დაამყარა, გუშინ ღამით კი - მან მიჯრით მეშვიდე შეხვედრაში მოახერხა ხუთი სამქულიანის ჩაგდება, რითაც ჯორჯ მაკქლაუდის რეკორდი დაამხო (1995/96 წლებში მაკქლაუდმა ზედიზედ 6 თამაშში ჩააგდო მინიმუმ 5 სამქულიანი). სტეფ კარის "გოლდენ სტეიტმა" 2018/19 წლების სეზონში ჩატარებული 7 თამაშიდან 6-ში გამარჯვების მოპოვება მოახერხეს და დასავლეთის კონფერენციას ლიდერობენ.

სხვა სტატიები