Belive

სტეფ კარი All Star-ს გამოტოვებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

"გოლდენ სტეიტ უორიორსის" ვარსკვლავმა სტეფ კარიმ მარცხენა ფეხზე ტრავმა მიიღო. კალათბურთელის გამოჯანმრთელებისთვის რამდენიმე კვირაა საჭირო. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ სტეფი All Star-ს გამოტოვებს.

"დალას მავერიკთან" მიღებული დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა. რენტგენის გადაღების შემდეგ დადასტურდა, რომ კარი რამდენიმე კვირა პარკეტზე ვერ გავა.

ახლა ისმის მთავარი კითხვა, ვინ ჩაანაცვლებს სტეფ კარის? ჭორების თანახმად, კარის ენტონი ედვარდსი, დე'არონ ფოქსი ან ენტონი დევისი ჩაანაცვლებს.

სხვა სტატიები