Belive

სტეფ კარიმ NBA-ის რეკორდი დაამყარა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,გოლდენ სტეიტ უორიორსმა'' ,,ლოს ანჯელეს კლიპერსს'' უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 125:130 დამარცხდა.

,,უორიორსის'' რიგებში 41 ქულით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 4 მოხსნით სტეფ კარი გამოირჩა.

35 წლის სუპერვარსკვლავის ანგარიშზე დღეს 9 სამქულიანი იყო, რითაც კარი გახდა პირველი კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც 7+ სამქულიანი ზედიზედ 4 შეხვედრაში ჩააგდო:

  • 9 თებერვალი - 11 სამქულიანი ინდიანას წინააღმდეგ

  • 11 თებერვალი - 9 სამქულიანი ფინიქსის წინააღმდეგ

  • 13 თებერვალი - 7 სამქულიანი იუტას წინააღმდეგ

  • 15 თებერვალი - 9 სამქულიანი კლიპერსის წინააღმდეგ

კარი NBA-ის მიმდინარე სეზონში მატჩში საშუალოდ 28 ქულას, 4.9 ასისტსა და 4.4 მოხსნას აგროვებს.

,,გოლდენ სტეიტი'' 26 მოგებითა და 26 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-10 პოზიციაზეა და პლეი-ოფის საგზურისთვის იბრძვის.

სხვა სტატიები