სტეფ კარიმ მორიგი ფენომენალური შედეგი დააფიქსირა
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში გოლდენ სტეიტ უორიორსმა სან ანტიონი სპურსი 109:108 დაამარცხა.
მატჩში ყველაზე მეტი 49 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო (17-დან 9 სამქულიანი, 9-დან 7 ორქულიანი, 8-დან 8 საჯარიმო) მან ასევე 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
სტეფი NBA-ს ისტორიაში მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც 37 წლის ასაკში ზედიზედ 2-ჯერ მოახერხა 45+ ქულის ჩაგდება, პირველი ვინც ასეთი რამ შეძლო მაიკლ ჯორდანი იყო.
სან ანტონიოს მხრიდან ყველაზე შედეგიანი ვიქტორ ვემბანიამა იყო, ფრანგმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 26 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება.