Belive

სტეფ კარიმ მაიკლ ჯორდანის რეკორდი გააუმჯობესა

12 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში გოლდენ სტეიტ უორიორსი მინესოტა ტიმბერვულვზთან 120:127 დამარცხდა.

მატჩში ყველაზე მეტი 39 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო, აღნიშნული შეხვედრა სწორედ ამ ფაქტით იყო გამორჩეული, კერძოდ, კარიმ 94-ე 35+ ქულიანი შეხვედრა ჩაატარა, მას შემდეგ რაც 30 წელს გადააბიჯა, ეს კი NBA-ს რეკორდია. ამ შედეგით სტეფმა მაიკლ ჯორდანს (93) გადაასწრო, რომლის მაჩვენებელი აქამდე საუკეთესო იყო.

აღნიშნული მატჩის შედეგებს რაც შეეხება, 27 ქულა ჯულიუს რენდლის ანგარიშზეა, ორმაგი დუბლი გაიფორმა რუდი გობერმა - 24 ქულა, 14 მოხსნა.