Belive

სპურსი დამარცხდა - მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო მიეცა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში, "სან ანტონიომ" მორიგი მარცხი განიცადა. ამჯერად, "სპურსი" "ნიუ ორლეანსს" ესტუმრა და 121:106 დამარცხდა.

ფრენჩაიზში არსებული როტაციის გამო, გრეგ პოპოვიჩი მამუკელაშვილს სათამაშო დროს პრაქტიკულად არ აძლევს. "ნიუ ორლეანსთან" სანდროს სათამაშოდ მხოლოდ 6 წუთი მიეცა და ამ დროის განმავლობაში, 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

რეგულარულ სეზონში გამართულ 19 მატჩში, "სპურსმა" მხოლოდ 3 გამარჯვება მოიპოვა და დასავლეთ კონფერენციის ცხრილის ფსკერზეა.

სხვა სტატიები