Belive

სკარიოლო ფინალში გასვლაზე: ,,ეს მედალი, ალბათ, ყველაზე ნაკლებმოსალოდნელი იყო''

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჯო სკარიოლომ, მისი გუნდის ევრობასკეტის ფინალში გასვლაზე ისაუბრა:

,,ჩემი კალათბურთელებისთვის მისალოცად სიტყვებს ვერ ვპოულობ. მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბეს. ეს მედალი, ალბათ, ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა. ეს ყველაფერი შრომისმოყვარეობის, ერთიანობის, გუნდური კალათბურთისა და საკუთარ შესაძლებლობებზე გადაბიჯების დამსახურებაა.

საფრანგეთს ყოველთვის სუპერ გუნდი ჰყავს, NBA-ისა და ევროლიგის ვარსკვლავებით. პატივს ვცემ მეტოქეს და მათ მწვრთნელს, ვინსენ კოლეს. ჩვენ ფინალში ვართ, ეს ერთი თამაშია და შეიძლება, ყველაფერი მოხდეს,'' - განაცხადა სკარიოლომ.

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებმა გერმანია 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 96:91 დაამარცხა.

ფინალში სკარიოლოს გუნდი საფრანგეთს დაუპირისპირდება, რომელმაც 1/2-ფინალში პოლონეთს მოუგო. მატჩი ხვალ, 22:30 საათზეა, ჩანიშნული.

სხვა სტატიები