Belive

სკარიოლო: ,,დიდებული გულშემატკივრობა იყო, რამაც შესანიშნავი ატმოსფერო შექმნა''

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჯო სკარიოლომ, საქართველოსთან წაგების შემდეგ, თორნიკე შენგელიასა და ქართველ გულშემატკივრებზე ისაუბრა:
,,თოკომ ჭკვიანურად ითამაშა. ფაქტობრივად, მას სწორედ ამას ვასწავლი. კარგად გამოიყურებოდა და მისი დამსახურება უნდა აღვნიშნოთ. ის გუნდის დიდი ლიდერია და საქართველოსთვის მისი გუნდში ყოფნა ძალიან კარგია. დიდებული გულშემატკივრობა იყო, ქომაგები საკუთარ გუნდს ამხნევებდნენ, რამაც შესანიშნავი ატმოსფერო შექმნა. ეს ძალიან მოგვეწონა და სექტემბერში აქ დაბრუნებას მოუთმენლად ველით,'' - განაცხადა სკარიოლომ.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ოვერტაიმში 82:76 დაამარცხა, მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 67:67 დასრულდა. საქართველო სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს მასპინძლობს, სადაც ჩვენი ნაკრების ჯგუფში ესპანეთიც იასპარეზებს.

სხვა სტატიები