Belive

"შესაძლებლობების დემონსტრირების შანსი მომეცა", - სანდრო მამუკელაშვილი

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ნიუ ორლეანსისა" და "სან ანტონიოს" დაპირისპირება შედგა. აღნიშნულ მატჩში სანდრო მამუკელაშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა და "სპურსის" რიგებში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

პარკეტზე გატარებულ 25:20 წუთში მამუმ 20 ქულის, 5 მოხსნის, 3 შედეგიანი გადაცემისა და 3 ჩაჭრის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ “სან ანტონიოს” რიგებში მამუკელაშვილი ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა, ხოლო ორივე გუნდიდან მხოლოდ ბრენდონ ინგრემმა შეძლო მასზე მეტი (32) ქულის დაგროვება.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სანდრო მამუკელაშვილმა საინტერესო დეტალებზე ისაუბრა. ჟურნალისტმა ქართველ ვარსკვლავს მისი პერფორმანსის შეფასებაც სთხოვა:

"რა თქმა უნდა, ლიგაში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და როდესაც გეძლევა შესაძლებლობა, გსურს, რომ მაქსიმალურად გამოიყენო. დღეს განსაკუთრებული დღეა - "სან ანტონიოს" სასტარტო ხუთეულში მეორედ მომეცა თამაშის დაწყების შესაძლებლობა.

მომეცა შანსი, რომ გავსულიყავი და მეთამაშა თავისუფლად. დამეშვა რამდენიმე შეცდომა, მაგრამ მესწავლა ამ შეცდომებისგან. ჩემთვის დიდებული შესაძლებლობა იყო, რომ მეჩვენებინა რა შემიძლია. მადლიერი ვარ, რა თქმა უნდა, შედეგი არ იყო ის, რაც გვსურდა, მაგრამ ასეთ თამაშებში მონაწილეობის მიღება და გამოცდილების დაგროვება უმთავრესია", - სანდრო მამუკელაშვილი.

სხვა სტატიები