Belive

შერმადინმა ტენერიფეს ულიდერა და ჩემპიონთა ლიგაზე მოაგებინა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, უნგრულმა "სომბათჰეიმ", ესპანურ "ტენერიფეს" უმასპინძლა და  73:79 დამარცხდა. "ტენერიფეს" შემადგენლობაში და ზოგადად მატჩშიც, საუკეთესო, ქართველი ცენტრი - გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც პარკეტზე ყველაზე მეტი 31:49 წუთი გაატარა, სადაც მან ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. გიორგი შერმადინი ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო მექულე იყო და საკუთარი კლუბის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა. ქართველმა ცენტრმა 19 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა, ამ ყველაფერს 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარებაც მიუმატა.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

სხვა სტატიები