Belive

შერმადინმა ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატი 15 ქულით და სარაგოსას ძლევით დაასრულა

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" ბოლო ტურში "სარაგოსას" უმასპინძლა და დამაჯერებლად – 92:69 სძლია. დიდი შესვენებისთვის კანარის კუნძულელები 8 ქულით აგებდნენ, მაგრამ მეორეში თავისი თამაში იპოვეს და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვეს.

შერმადინმა 23:46 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა, ასეთი მაჩვენებელი კი მის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ მარსელო უერტასს ჰქონდა. შესაბამისად, MVP-ის ტიტულიც ამ მოთამაშეებზე გაიყო.

"ლენოვო ტენერიფემ" რეგულარული სეზონი 24 მოგებით და 10 წაგებით მე-4 ადგილზე დაასრულა, შედეგად პლეი ოფში, მეოთხედფინალურ სტადიაზე მალაგას "უნიკახას" შეხვდება.  რაც შეეხება თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის "მურსიას", რომელმაც რეგულარული ცხრილში მე-9 ადგილას გავიდა, პლეი ოფში ვერ მოხვდა.



წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები